ბათუმში პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ნარკოტიკებს ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებით ყიდდა - შსს

12 თებერვალი 2021, 10:08 2407 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში პოლიციამ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში ჩართული პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებული პირი ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ვიდეოგადაღებას ახდენდა.

სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 7 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მცირე ზომის სასწორი.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში