მელია ითხოვს არავინ გადაუხადოს მას გირაო

11 თებერვალი 2021, 20:08 853 ნახვა

ნიკა მელია "საქართველოს ბანკს" მიმართავს, რომ არ მისცეს უცხო პირს საშუალება, გადაიხადოს ის თანხა, რომელიც მას გირაოს სახით აქვს დაკისრებული. მისი განცხადებით, გირაოს გადასახდელად აუცილებელია უნიკალური კოდი, რომელიც უშუალოდ ბრალდებულს, ანუ ნიკა მელიას, ან მის ადვოკატს უნდა გადასცემოდა, რომლის მოთხოვნითაც მათ უწყებისთვის არ მიუმართავთ.

ხვალ იწურება ვადა, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ მისთვის შეფარდებული გირაო - 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი