ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ფსიქოლოგიურ და არც სექსუალურ ძალადობას - ბრალდებულის ადვოკატი

11 თებერვალი 2021, 18:53 961 ნახვა

15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ფსიქოლოგიურ და არც სექსუალურ ძალადობას.

ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო და მას ამის თაობაზე კომუნიკაცია ჰქონდა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.

"რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, შეგნებულად და მიზანმიმართულად ვრცელდებოდა სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია, თითქოს ბავშვი გააუპატიურეს, ამაზე ბავშვი ნერვიულობდა თავი მოიკლა და მერე ვინც გააუპატიურა დააკავეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია არც ფსიქოლოგიურ, არც ფიზიკურ და არც, მით უმეტეს, სექსუალური ძალადობის ფაქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიება დაიწყებოდა შესაბამისი მუხლებით.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, როგორც ამიხსნა, მოზარდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, მას ჰქონდა კომუნიკაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და სთხოვა დახმარება, რაზეც მან ურჩია, რომ დაერეკა პოლიციაში. შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაიბარეს საგამოძიებო ორგანოებში და მოითხოვეს მისგან ნიმუშის აღება.

მიუხედავად იმისა, რომ  უფლება ჰქონდა არ მიეცა ნიმუში, ჩვენ მაინც მივეცით ნერწყვის ნიმუში, გამოკითხვაზე ვუთხარით, რომ მზად იყო მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიეცა ჩვენება და ასევე საგამოძიებო ორგანოს ვუთხარით, რომ საგამოძიებო საქმესთან დაკავშირებით თუ იქნებოდა გამოცხადება საჭირო აუცილებლად გამოვცხადებოდით.

ეს მოხდა 2020 წლის დეკემბრის თვეში. მას შემდგომ ჩვენ დაცვის მხარეს საგამოძიებო ორგანოდან არავინ დაგვკავშირებია. როცა გარდაიცვალა ბავშვი, ჩვენთვის მოულოდნელი იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება.

მათ რამე მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ, ბავშვის გარდაცვალებამდე დაიბარებდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და წარუდგენდნენ ბრალს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ როგორც ჩანს გამოძიება თვლის, რომ  გავრცელდებოდა სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია,  გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით დააკავებდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ყურადღებას გადაიტანდნენ სხვა რაღაცაზე ნაცვლად იმისა, რომ ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება...

ჩვენ მტკიცებულებები არ გადმოგვცემია, მაგრამ ლოგიკურია ბავშვი, რომ არ გარდაცვლილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხომ უნდა დაებარებინათ და ის მანამდე გამოკითხულიც არ იყო.

როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე აქეთ მიიტანეს ეჭვი, ბუნებრივია ჩვენ დაცვის ტაქტიკიდან გამომდინარე ბავშვთან შეწყვიტა კონტაქტი, თუმცა ბავშვის ნათესავებს რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი ოჯახის წევრების მხრიდან.

ჩვენთვის უცნობია სისხლის სამართლის მასალები, ამ ეტაპამდე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო მოწმე და სასამართლო განჩინებით დააკავეს, რაც აბსურდი იყო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იმალებოდა.

სექსუალური ძალადობის ან რაიმე სხვა ძალადობის მუხლით დღემდე გამოძიება არ დაწყებულა და არ მიმდინარეობს.

თუ ბავშვი ოჯახში იყო ძალადობის მსხვერპლი, უნდა ჩართულიყო სოციალური სამსახური, ფსიქოლოგი, უნდა მომხდარიყო მისი ოჯახიდან განრიდება, რაც არ განხორციელდა.

ტელეფონი ამოიღეს გუშინ, ის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს შეიცავს, იმედი მაქვს რომ იქ რაღაც ინფორმაციების წაშლას არ შეეცდებიან.

თუ ბავშვი იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, შეიძლება და ოჯახს აწყობს  სხვაზე აქცენტის გადატანა'' - განაცხადა ირაკლი შავაძემ.

პოლიციამ ქობულეთში დააკავა მამაკაცი, რომელმაც 15 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია კი გუშინ გავრცელდა.

 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი