ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში ტყვიაზე სკრინინგი დაიწყო. აჭარაში რეგისტრირებულ ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს შესაბამისი გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ. პროტოკოლი ასევე ითვალისწინებს მკურნალობის კურსის დანიშვნას. ცნობისთვის, გასულ წელს ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა , რომ აჭარაში ორსული ქალების 75% პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობა ნორმაზე საკმაოდ მაღალი იყო. მედიკოსების თქმით, ქცევითი აშლილობა, წონაში კლება, გემოს შეცვლა, ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რაც სისხლში ტყვიის შემცველობაზე მიუთითებს.