დაკავება დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე

11 თებერვალი 2021, 11:47 903 ნახვა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  საგამოძიებო სამსახურმა სამი მოქალაქე დააკავა.ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი სქემაში ჩართეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული 50-ზე მეტი კომპანია, რომელთა მეშვეობითაც, კომპანიებს შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიური გაწერის შედეგად, 2019-2020 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით შეიქმნეს 441 360 ლარის აქტივი, საიდანაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ  171 805 ლარს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი