საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეიკრიბნენ. სავარაუდოდ, შეკრების მთავარი თემა სინოდის სხდომაა, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.
არსებული ინფორმაციით, სინოდზე განხილვის ერთ-ერთი თემა კორონავირუსის ვაქცინა იქნება, რომელთან დაკავშირებითაც, სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.