იტალიის პოლიციამ კრიმინალური სქემა გამოაშკარავა - დაკავებული 62 პირიდან 55 ქართველია. საუბარია დამნაშავეებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებაში იყვნენ ჩართულები და მონაწილეობდნენ ძარცვაში, ქურდობასა და მკვლელობაში.
სქემის გამოსარკვევად იტალიელი სამართალდამცველები 3 წელი მუშაობდნენ. კრიმინალურ დაჯგუფებაში, რომელსაც ქართველები მართავდნენ, ასევე შედიოდნენ უკრაინელები და რუსები.
ამ დროისთვის სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად. დაჯგუფება თანამშრომლობს უნგრეთთან, ბელგიასა და პოლონეთთან - შესაბამისად, იტალიური პრესის ცნობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 35 პირი იძებნება.