თურქეთი მთვარეზე პირველ მისიას 2023 წელს შეასრულებს

10 თებერვალი 2021, 15:38 819 ნახვა

თურქეთი ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მთვარეზე პირველ მისიას 2023 წელს განახორციელებს ამის შესახებ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს. “პირველი მისია მთვარეზე განხორციელდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც გაეშვება ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს საერთაშორისო თანამშრომლობით”, – განაცხადა მან. გასულ თვეს ერდოღანი კომპანია ტესლასა და სპეის-იქსის  დამაარსებელს ილონ მასკს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში