ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. გელაურის დასახლებაში მოწესრიგდება ქუჩები, რომელიც ტროტურთან ერთად დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დამონტაჟდება გარე განათებაც. ამავე დასახლების მრავალბინიანი საცხოვრებლების ეზოებში დაიგება მწვანე საფარიც. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.