ევროკავშირის ანგარიში

10 თებერვალი 2021, 11:40 770 ნახვა

,,საქართველო წარმატებით აგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას“ -ნათქვამია ევროკავშირის  ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც  საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.  დოკუმენტში, რომელსაც  საქართველოს საგარეო   საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,  ვკითხულობთ, რომ კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევდა არჩეულ ევროპულ გზას. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ  საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებით, ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, სადაც ზოგადად, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. ანგარიშში საუბარია მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზეც. მათ შორის  საარჩევნო კანონმდებლობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, მართლმსაჯულებასა და  პირად მონაცემთა დაცვაზე.   მედია გარემო არის პლურალისტური და კონკურენტუნარიანი, მიუხედავად მისი მაღალი პოლარიზებულობისა წერია დოკუმენტში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი მიესალმება არსებით ცვლილებებს კანონმდებლობის თვალსაზრისით, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კოდექსის ამოქმედებას .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი