ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების გამოხმაურება

09 თებერვალი 2021, 18:01 788 ნახვა

„ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ჩვენ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ“- აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საპარლამენტო ასამბლეის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა  სასამართლომ   ზაზა გახელაძეს  12 წლითა და 6 თვით  პატიმრობა მიუსაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი