დღეს ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებენ. დებატები საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება და 4 საათის განმავლობაში გაგრძელდება. სენატში სასამართლო მოსმენების ჩატარების წესებზეც შეთანხმდებიან. იმპიჩმენტის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი 13 იანვარს დაუჭირა. ტრამპს კაპიტოლიუმზე შტორმის დროს ამბოხებისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ. დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი 2-ჯერ გამოუცხადეს. მისი დამნაშავედ ცნობისთვის სენატორების ხმების ორი მესამედია საჭირო.