საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. უწყებამ დადგენილი რეგულაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. სკოლებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა უზრუნველყონ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება.შეგახსნებთ ,სწავლა 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც განახლდება. ვიდეო მასალა განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა.