კერძო ბაღების ასოციაციის პოზიცია

05 თებერვალი 2021, 20:05 2104 ნახვა

ემოციური ნაწილის გარდა  ამ ამბავს სხვა მხარეც აქვს.  ესაა მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა წარმომადგენლებმა უკვე დაკარგეს ფართები, რომლებიც იჯარით  ჰქონდათ აღებული.

საქართველოს ბაგა-ბაღების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ 4 ათასამდე თანამშრომელი 1 წელია უხელფასოდ დარჩა და მათი დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ გაცემულ 200  ლარიან  დახმარებასაც ვერ იღებს.

პავლე ქალიაშვილი ამბობს, რომ ბაღები მომსახურების სერვისსაც  გააძვირებენ. შექმნილი ვითარების გამო  კი 40 პროცენტი  ოპერირებას ვეღარ გააგრძელებს.

ბაღების ადმინისტრაციას მოლოდინი ჰქონდა, რომ 15 თებერვლიდან ამუშავდებოდნენ, თუმცა ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი