ავარიულ სახლში მცხოვრებთა მოთხოვნები

05 თებერვალი 2021, 15:38 1119 ნახვა

მაიკოვსკის ქუჩის მცხოვრებლები ავარიული სახლის დემონტაჟს და ახალ საცხოვრებელ ფართში გადასვლას ითხოვენ. მათი თქმით, სამი  წლის წინ მერიასთან და კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც  შპს „რეალმშენმა“ ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო , რომელიც   2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ავარიულ სახლში მცხოვრები 45 ოჯახი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, მათივე მტკიცებით, აქვთ 2015 წელს ჩატარებული გეოლოგიური დასკვნებიც, რომლის მიხედვითაც სახლი გამაგრებას არ ექვემდებარება.    საკითხთან დაკავშირებით შპს „რეალმშენის“ დირექტორი კომენტარს არ აკეთებს, რამაზ დიასამიძემ გვითხრა,  რომ ჩვენს კითხვებს თებერვლის ბოლოს უპასუხებს.  კომენტარი  ჯერ არც მერიაში გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი