ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები დასრულდა

05 თებერვალი 2021, 12:26 1275 ნახვა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაასრულა. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრომაციით, პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპირო ზოლი. მოეწყო დაახლოებით 1.8 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა, დაიგო ახალი  საფარი  ბულვარში.  შეივსო პლაჟი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოადგენს მასიურ კონსტრუქციას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა და დაფარულია პლაჟის ინერტული მასალით.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში