იმ ფონზე, როცა არჩევნები დასრულდა, პარლამენტი და აჭარის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის შესვლა-არ შესვლის საკითხზე მოლაპარაკებათა ხუთი რაუნდიც გაიმართა. კანდიდატების წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა კვლავ შეგხვდებათ ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტების ქუჩებში.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვალდებულება არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში აქვთ.
რა საჯარიმო სანქციებია ნორმის დარღვევასთან დაკავშირებით და მიღებულია თუ არა ზომები.