იტალიურმა მაფიამ ნეაპოლში სასწრაფო დახმარების ავტომობილების მძღოლებისგან მოითხოვა სირენები და ციმციმა სიგნალები არ ჩართონ

04 თებერვალი 2021, 20:01 1921 ნახვა

იტალიურმა მაფიამ ნეაპოლში სასწრაფო დახმარების ავტომობილების მძღოლებისგან მოითხოვა არ ჩართონ სირენები და ციმციმა სიგნალები. მიზეზი ნარკორეალიზატორების უკმაყოფილებაა, რომლებსაც სასწრაფოს ეს აქსესუარები პოლიციის ავტომობილებში ერევათ.  

ბრიტანული თაიმსი წერს, რომ მსგავსი ინციდენტი შაბათს 30 იანვარს მოხდა, როცა  ორმა ნარკოდილერმა ქუჩაში   სასწრაფო დახმარების ავტომობილი  გააჩერა და მძღოლს  მოკვლით   დაემუქრა,  თუ  სირენას არ გამორთავდა. 

ბოლო 3 წლის განმავლობაში ნეაპოლში მედიკოსებზე ძალადობის 300 შემთხვევა დაფიქსირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი