პრემიერის განცხადებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.
„15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან, კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“ - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაწესებული წესების ნებისმიერ მიზანმიმართულ დარღვევას, მოჰყვება მკაცრი რეაგირება.
,,გარდა იმისა, რომ მოჰყვება უმკაცრესი დასჯა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით და გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძება-მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რამაც უნდა გამოავლინოს თითოეული ორგანიზაციის პასუხისმგებლობა"- განაცხადა გიორგი გახარიამ.