ფერიის ბავშვთა სახლის 25 არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბავშვები კოვიდსასტუმროში იმყოფებიან და მკურნალობის კურსს გადიან.
წმინდა მატათას სახელობის გიმნაზია-პანსიონში ვირუსი დაუდასტუდა დასაქმებულებსაც. ამ ეტაპისთვის, სულ ინფიცირებულია 32 ადამიანი.
ბავშვებს ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ჰქონდათ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა არ არის რთული.
''კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით წმინდა მატათას სახელობის გიმნაზია-პანსიონი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, გადასული იყო მათთვის მორგებულ სპეციალიზებულ ეპიდრეჟმზე.
არსებულ პირობებში მუდმივად ხდებოდა ტეტსირება და დაკვირვება კონტიგენტზე. მორიგი ტესტირების დროს გამოვლინდა რამდენიმე პირი, რომლებსაც რესპირატორული სიმპტომები ჰქონდათ. კვლევამ კორონავირუსზე აჩვენა დადებითი შედეგი. ყველა საეჭვო შემთხვევა ხელმეორედ გაიტესტა. სულ გამოვლინდა 32 შემთხვევა. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება და გაღრმავებული კვლევები გრძელდება. იქ დარჩენილი კონტიგენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ არის'' - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.