ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

04 თებერვალი 2021, 10:36 8223 ნახვა

ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ დაუდასტურა. 

ამ ეტაპზე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

არსებული ინფორმაციით, მოსწავლე სკოლაში ორი დღის განმავლობაში დადიოდა, ოთხშაბათს მას ტემპერატურა დაუფიქსირდა და სასწავლო დაწესებულებაში საგაკვეთილო პროცესს არ დასწრებია. კორონავირუსზე ჩატარებულმა კვლევებმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

ამ ეტაპზე არ ასახელებენ, რომელი კლასის მოსწავლეა ინფიცირებული. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ აღნიშნულ კლასში მოსწავლეები ჰიბრიდული რეჟიმით სწავლობენ, ამიტომ მათ ყოველდღიური კომუნიკაცია არ აქვთ. 

''ერთი შემთხვევა არაფერს არ ნიშნავს. მითუმეტეს ეს არის ისეთი კლასი, სადაც ეპიდრეჟიმი ზედმიწევნით იყო დაცული. კლასი ჰიბრიდიული რეჟიმით სწავლობს, ამიტომ ყოველდღიურად ბავშვებს და მასწავლებლებს კომუნიკაცია არ ჰქონდათ. საკლასო ოთახში მერხებიც ისე არის განთავსებული  კონტაქტების აცილება შესაძლებელია'' - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი