ჯანმო-ს ექსპერტები უჰანის ლაბორატორიაში

03 თებერვალი 2021, 20:00 1026 ნახვა

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ბიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი დონის ლაბორატორია მოინახულა. 

სპეციალისტები ლაბორატორიის კვლევებსა და უსაფრთხოების ზომებს გაეცნენ.  2019 წლის დეკემბრის ბოლოს  უჰანში ახალი კორონავირუსის კოვიდ-19-ის აფეთქების შემდეგ  მასმედიაში არაერთხელ დაიწერა სხვადასხვა ვერსია, რომ ახალმა ვირუსმა შესაძლოა  უჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან გაჟონა. 

ინსტიტუტმა იანვარში ღია წერილი რომელშიც მსგავსი შინაარსის ინფორმაციებს სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ინსტიტუტის თანამშრომელთა სინდისი აბსოლუტურად სუფთაა. 

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი კოვიდ-19-ის  წარმოშობის  დასადგენად ჩავიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში