იმ ბრალდებულთა ვერდიქტი, რომლებმაც არჩიეს, რომ მათი საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტონ დროში გაიწელა. მიზეზი ის გახლავთ, რომ აჭარაში ნაფიცი მსაჯულები ვერ შეირჩა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის მძიმე კატეგორიის ბრალდებულები განაჩენს ელიან.
ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ორი წელია დაიწყო, თუმცა ჯერ მათი მონაწილეობით არცერთი პროცესი არ გამართულა.