რესტორნების ნაწილი მუშაობის თვითნებურად განახლებას გეგმავს

03 თებერვალი 2021, 15:01 1390 ნახვა

დაუმორჩილებლობას და შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას აანონსებენ რესტორნების მფლობელები. აცხადებენ, რომ თუკი მომდევნო ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილება არ შეცვლის და მათ საქმიანობის განახლების უფლება არ მიეცემათ, თვითნებურად გახსნიან კვების ობიექტებს. რესტორატორთა ასოციაციაში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და უკვირთ, რატომ არ ეძლევათ რესტორნებს გახსნის უფლება,  მაშინ როცა შოთა ბურჯანაძის თქმით,  სასტუმროების უმრავლესობა   სტუმრებს მასპინძლობს, რატომ იკრძალება სხვა კვების ობიექტების მუშაობა. დაანონსებული პროტესტის საპასუხოდ  პირველი გაფრთხილებები ხელისუფლებისგან უკვე მიიღეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი