მოლაპარაკების შედეგია, რომ დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტიაა წარმოდგენილი - ცქიტიშვილი

03 თებერვალი 2021, 13:48 671 ნახვა

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მოლაპარაკების შედეგი არის, რომ დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტიაა წარმოდგენილი. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. 

„ქართული ოცნების“ პოზიცია პირველივე დღიდან იყო ასეთივე, როგორც არის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებისთვისაც მზაობა გვაქვს, ამ მოლაპარაკების პროცესშიც არაერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. როგორც ხედავთ, ამ მოლაპარაკების შედეგი არის, მათ შორის, რომ დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტია არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ მზაობას, რომ პარლამენტში ასეთ მულტიპარტიულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა ყველა პარტიასთან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი