ეპიდაფეთქება ვიეტნამში

02 თებერვალი 2021, 17:07 952 ნახვა

ვიეტნამში კოვიდ-19-ის აფეთქების მიზეზად, რომელიც ქვეყნის 10 პროვინციასა და ქალაქშია გავრცელებული,  კორონავირუსის უფრო გადამდებ  ბრიტანულ  შტამს ასახელებენ.  ამის შესახებ ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს.   მისი  თქმით,  კოვიდ-19-ის  276 ახალი შემთხვევიდან 12 ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული.   

ამ დაავადების წყარო უცნობი რჩება.  ვიეტნამში  მასშტაბური ტესტირებისა და მკაცრი კარანტინის შედეგად  სულ ათას 851 კოვიდშემთხვევაა რეგისტრირებული,    გარდაიცვალა 35 პაციენტი. 

30 იანვარს ქვეყანაში ასტრაზენეკას  ვაქცინის გამოყენება დაუშვეს.  ვიეტნამის მთავრობა ფარმაცევტულ კომპანიასთან ვაქცინის 30 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ  მოლაპარაკებებს მართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში