პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

02 თებერვალი 2021, 15:03 1068 ნახვა

პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო უფლებამოსილება არ შეუჩერა. კენჭისყრა ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართა და ის 10 წუთის წინ დასრულდა. ეს საკითხი საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის ერთადერთი განსახილველი თემა იყო. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.  საპარლამენტო ცხოვრებაში დღეიდან ჩაერთო პარტია მოქალაქეები. „თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?“ასე მიმართა თეა წულუკიანმა ელისაშვილს, რომელიც, როგორც აცხადებს, დღეს პარლამენტში თავაწეული მივიდა. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი