საკონსტიტუციო სარჩელი არაეთიკური რეკლამის განთავსება-გავრცელების შესახებ

02 თებერვალი 2021, 12:22 951 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაეთიკური რეკლამის განთავსება გავრცელებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი ნორმების შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.  სასამართლო ასევე განიხილავს  სახელწიფო დროშის ან გერბის შებღალვისთვის  სისხლის სამართლის  პასუხიმგებლობის დამდგენ ნორმებსაც. ორივე  ქმედება არსებული კანონდმებლობით დასჯადია. 

მოსარჩელე  მოქალაქე ანი გაჩეჩილაძეა, რომელიც  ნორმების დარღვევისთვის საქალაქო სასამართლომ  დააჯარიმა.  მის ინტერსებს  საქართველოს  დემოკრატიული ინიციატივა იცავს. მოსარჩელე განმარტავს, რომ  გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციური და ბუნდოვანია და  ის ზღუდავს  გამოხატვისა და  შემოქმედების თავისუფლებას.

 სარჩელს პირველი კოლეგია დისტანციურ ფორმატში განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი