თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. სასწავლო პროცესი განსხვავებული ფორმატითა და რეგულაციებით დაიწყო. სკოლაში მისულ ბავშვებს თერმოსკრინინგის გავლა და დისტანციის დაცვა ევალებათ. მათ არჩევანის საშუალებაც მიეცა და სასწავლო პროცესი ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდება.
იმ მოსწავლეთა რაოდენობა და განრიგი, ვინც ონლაინ განათლების მიღება აირჩია კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.
სრულად დისტანციურად განაგრძობენ სწავლას შუახევში, ცინარეთის სკოლაში ორი კვირის განმავლობაში. ვინაიდან აქ პედაგოგების ნაწილს კოვიდ 19 დაუდასტურდა.წ