პოლიტიკური საბჭოს სხდომა ქართულ ოცნებაში

01 თებერვალი 2021, 20:07 990 ნახვა

"გირჩი"  "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, კოლეგებისთვის მანდატის ვადაზე ადრე შეჩერებას მხარი არ დაუჭირონ.  მათ მიაჩნიათ, რომ  ამ ფორმით   მოლაპარაკებებისთვის სივრცე დარჩება, სხვა შემთხვევაში კი მეხუთე რაუნდი აზრს დაკარგავს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამ საკითხზე ქართულ ოცნებას  გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება. სახელისუფლებო პარტიაში კი აცახდებენ, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ოპოზიციამ გადაწყვეტილება შეცვალოს. 

ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერების საკითხს პარლამენტი ხვალ განიხილავს. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალცალკე ეყრება კენჭი.  სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში