ონლაინ სივრციდან საკლასო ოთახებში. დღეიდან ქვეყნის რამდენიმე ქალაქში სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდა. მართალია უჩვეულო გარემოში, კოვიდრეგულაციების დაცვით უნდა ისწავლონ ბავშვებმა, თუმცა ნაწილობრივი შეზღუდვების მოხსნისა და მშობლების განწყობის მიუხედავად, სკოლებში მოსწავლეების უმეტესობა გამოცხადდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამბობენ, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ღონისძიებები თავად დაგეგმეს. მაგალითად ზოგიერთი სკოლაში როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს მოსწავლეთა ნაკადის მართვისთვის გაკვეთილის დასრულების შემდეგ ზარი არ დაირეკება.
სასწავლო პროცესი აჭარაში 229 სკოლიდან მხოლოდ ერთ სკოლაში არ განახლდა. სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
აჭარაში 3 ათასამდე მოსწავლემ კვლავ ჰიბრიდული სწავლა არჩია. თუმცა მათ გადაწყვეტილების შესაცვლელად ერთკვირიანი ვადა აქვთ.