სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

01 თებერვალი 2021, 12:05 1290 ნახვა

თებერვლიდან თებერვლამდე.  თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მოსწავლეებისთვის სკოლის კარები დღეს გაიღო.  სასწავლო პროცესი აჭარაში 229 სკოლიდან  მხოლოდ ერთ სკოლაში არ განახლდა.  შუახევის ერთ-ერთ სკოლაში რამდენიმე პედაგოგს კორანავირუსი დადასტურდა. რაც შეეხება სხვა საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესბეულებებს, ყველგან როგორც სკოლების ადმინისტრაციებში აცხადებენ, კოვიდ რეგულაციები დაცულია და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი. აჭარაში ასობით მოსწავლემ  კვლავ ჰიბრიდული სწავლა არჩია. თუმცა მათ გადაწყვეტილების შესაცვლელად ერთკვირიანი ვადა აქვთ. უჩვეულო გარემოში თერმოსკრინინგით განახლდა  სასწავლო პროცესი სკოლებში

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი