ბათუმში, მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

29 იანვარი 2021, 21:45 6792 ნახვა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა და  გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში