ქობულეთის საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბოიკოტის ნიშნად დატოვეს

29 იანვარი 2021, 15:56 1281 ნახვა

დღეს, ქობულეთის საკრებულო სხდომა  "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბოიკოტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისის გამო მიიღეს და საკრებულოს უნდობლობა გამოუცხადეს.

მათი განმარტებით, ხელისუფლება მოქალაქეებს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება, ასევე არა აქვთ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და  შესაძლოა საკრებულოს მომავალ სხდომებსაც არ დაესწრონ.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიშვილმა ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება, პოლიტიკურ თამაშად შეაფასა. მისი განცხადებით, ბოიკოტი არ არის გამოსავალი, როცა ქვეყანაში პანდემიაა.

"საქართველოს ორგანული კანონი, თვითმმართველობის შესახებ, 43-მუხლის თანახმად, თუ დეპუტატი  6-თვის ვადაში არ ღებულობს მონაწილეობას საკრებულოს სხდომების განხილვებში,  იწყება საქმის წარმოება მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ბონდო თედორაძის და მამული სურმანიძის მიმართ, დაიწყო საკითხის წარმოება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომისიას გადაეცა შესასწავლად ამ პირების საკითხი. კომისია შეისწავლის მიზეზებს და იმსჯელებენ. ამის შემდეგ ისინი წარუდგენენ საკრებულოს მოკვლეულ მასალას და შემდეგ სხდომაზე გადაწყდება, შეუწყვეტენ თუ არა ამ პირებს მანდატებს"-განაცხადა დავით მჭედლიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ბოიკოტის  გამოცხადების შესახებ, სპეციალური განცხადებით საკრებულოს გუშინ მიმართეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი