მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, მაგრამ საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

29 იანვარი 2021, 12:26 1795 ნახვა

,,ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ საქმეზე, მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონი შეეხო, თუმცა პენიტენციური დაწესებულების დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

მას ახალი კანონით სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ის მუხლები, რომლის მიხედვითაც რჩეულიშვილია გასამართლებული, ორ დათქმას ითვალისწინებს. კერძოდ, დაზარალებულების დაკმაყოფილებას და მათ თანხმობას.

ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ორი პუნქტიდან ერთი უკვე შესრულებულია და „მიონის“ ეპიზოდზე დაზარალებული 170 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორეს - დაზარალებულთა თანხმობას, ადვოკატის თქმით, რჩეულიშვილი საპყრობილეს დატოვებს მაშინვე, როგორც კი ამას დაზარალებულებიც დათანხმდებიან.

"ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი კი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს. მას აღნიშნულ დროს სასჯელი სრულად ექნება მოხდილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში