ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია - ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 20:40 989 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება და მას ქვეყანა არ დაუტოვებია.

"შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არის ქვეყანაში და მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მუშაობს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ამ ადამიანის დაკავება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება. საქართველოს ბანკზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი