აჭარაში სასწავლო წლის დაწყების პარალელურად პედაგოგებისა და ტექნიკური პერსონალის ტესტირების დროს რამდენიმე მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, რაზეც შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.
პედაგოგებისა და სკოლის ტექნიკური პერსონალის ტესტირება კოვიდ-19-ზე ისევ გრძელდება. დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ბათუმში კიდევ რამდენიმე სკოლაში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით ტესტირება საგანმანათლებლო დაწესებულების4 ათასზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარდა.