პროკურატურა ილიჩოვასა და მელაშვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

28 იანვარი 2021, 14:42 1055 ნახვა

კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ უკვე ერთი საათია. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზად არიან  პატიმრობის სანაცვლოდ ნებისმიერ სხვა ღონისძიებას დათანხმდნენ, მათ შორის გირაოზე ან პასპორტის ჩაბარებაზე. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი