ტრამპის იმპიჩმენტი

26 იანვარი 2021, 16:14 1167 ნახვა

დემოკრატებმა შეერთებული შტატების სენატში ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია შეიტანეს.

პროცესი 8 თებერვალს დაიწყება და სასამართლო განხილვის ფორმატში წარიმართება. სენატმა ტრამპის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს "ამბოხის წახალისებაში".

სულ მცირე 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს ხმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. სენატის მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს უფლებამოსილება შეეზღუდება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ან დაიკავოს რაიმე საჯარო პოსტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი