სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში მისი გამოყენების აუცილებლობა, ოკუპირებულ რეგიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების გარემო და ჰუმანიტარულ პრობლემები - ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე.
პრემიერის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით არსებული გამოწვევები ეროვნული უსაფრთხოების დონის პრობლემაა.