ერთ კვირაში სწავლა სკოლებში უნდა განახლდეს - შეხვედრა დირექტორებთან

25 იანვარი 2021, 18:10 3536 ნახვა

ჰიბრიდული სწავლის სისტემა სკოლებში შესაძლოა ისევ დარჩეს, თუმცა ეს შეეხება მხოლოდ მე-11 და მე-12 კლასებს.  მოსწავლეები საკლასო ოთახებში შესვლას დეზობარიერის, თერმოსკრინინგისა და სხვა რეკომენდაციების დაცვის შემდეგ შეძლებენ. სკოლებში შესვლა უცხო პირებისთვის კი მაქსიმალურად შეიზღუდება.  რეგულაციების კონტროლზე პასუხისმგებლობა უმეტესწილად სკოლის ადმინისტრაციას ეკისრება.

1 თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების იდეას არ ემხრობა მშობელთა დიდი ნაწილი, მათ აქვთ კითხვები.

საინტერესოა, როგორ მოიქცევა ადმინისტრაცია სკოლაში კოვიდ 19-ის დადასტურების შემთხვევაში, რა გეგმა აქვს სამინისტროს, თუ გაკვეთილს არ დაესწრება მოსწავლეთა უმრავლესობა?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი