„ალტერნატივის“ წევრის დაკავება და პოლიტიკური შეფასებები

25 იანვარი 2021, 14:48 917 ნახვა

ირაკლი ფანგანის საქციელს არ იწონებს, თუმცა ამისთვის ადამიანის დაკავება შერჩევითი სამართალი ჰგონიათ ოპოზიციის ნაწილს.  მომხდარი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

დაკავებას აპროტესტებენ, მაგრამ, პარალელურად, განცხადებებში ხაზს უსვამენ იმას, რომ მათთვის მომხდარის ფორმები მიუღებელია.

აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქმედებისთვის "ქართული ოცნების" აქტივისტები თუ საჯარო მოხელეები არ დასჯილან. „თავზე ნაგვის დაყრა სამოქალაქო აქტივიზმის არც ერთ ნორმალურ ფორმას არ შეესაბამება, არ მეგულება ცივილურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ ქმედებას გაამართლებდა“ - ასე შეაფასა მომხდარი „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში