სასწავლო პროცესის განახლებამდე აჭარის განათლების მინისტრი საჯარო სკოლების დირექტორებს ხვდება. შაბათ-კვირას შეხვედრები აჭარის მაღალმთიანეთში გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონის მასშტაბით ყველა სკოლაში შექმნილი უნდა იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით უნდა წარიმართოს.
2 კვირაში ერთხელ მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება.