“თავთავი” – ახალი ორგანიზაცია ე.წ. თავისუფლების კვარტალში

23 იანვარი 2021, 18:50 1749 ნახვა

ბათუმში ე.წ ‘’თავისუფლების კვარტალში’’ კლუბ ,,თავთავის’’ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ორგანიზაციის წევრები ამბობენ თავისუფალ თანასწორთა ვირტუალური კლუბი საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც აღიარებს ადამიანის უნივერსალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, გმობს დისკრიმინაციის ნებისმიერ სახეობას და ურყევად ემხრობა საქართველოს ევროატლანტიკურ ვექტორს.

‘’თავთავის’’ წევრები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების ყველა შტო ერთიანად არის ჩამოშლილი და ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში