ქედაში შუახევსა და ხულოში შიდა საუბნო გზებზე გადაადგილება ლიპყინულის გამო გართულებულია. თოვლის საფარისგან მხოლოდ ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზებია გაწმენდილი.
ცენტრალურ გზებზე კი გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით სამივე მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.