ბულვარი ისევ დასაცავია - ბათომის მიმართვა

23 იანვარი 2021, 12:28 980 ნახვა

„ბულვარი ისევ დასაცავია“-საზოგადოება „ბათომის“ მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარლამენტს, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს. ვრცელ განცხადებაში „ბათომი“ დეტალურად აღწერს თუ რატომ არის დაუშვებელი ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის განთავსება.

წერილში აღნიშნულია, რომ მითითებულ ტერიტორიაზე  შპს “ამბასადორ ბათუმს” ნებართვა ჰქონდა ოთხ სართულიანი  გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობაზე, თუმცა  შენობის საძირკვლის მასშტაბურობა დასაწყისშივე აჩენდა ეჭვს, რომ კომპანიას ბულვარში სრულიად შეუსაბამო, უფრო მასშტაბური  შენობის მშენებლობა სურდა. ამასთან ბულვარის დამცველები განცხადებაში უთითებენ, რომ 2019 წლს, 15 სართულიანი ნაგებობის აშენებას მთავრობის თავმჯდომარე -თორნიკე რიჟვაძეც ეწინააღმდეგებოდა. საზოგადოება „ბათომი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის სააგენტოს მოუწოდებს,   არ დაუშვას ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაუარესება მისი დაცვის ნაცვლად.

ასევე გამოცხადდეს ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე მორატორიუმი  ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო განვითარების განხორციელებაზე.  საზოგადოება ბათომი საქმეზე სამართლებრივ დავას იწყებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი