წელს ბრაზილიაში კარნავალი არ ჩატარდება

22 იანვარი 2021, 14:52 1490 ნახვა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მერმა ედუარდო პაესმა კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ქალაქში ცნობილი კარნავალის ჩატარების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.  მერის თქმით, ქალაქისთვის ამ კულტურულ ღონისძიებას უდავოდ უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, თუმცა პანდემიის ფონზე მისი ორგანიზება უგუნურობა იქნებოდა.  2020 წლის სექტემბერში რიო-დე-ჟანეიროს სამბის სკოლების დამოუკიდებელმა ლიგამ, რომელიც კარნავალის ორგანიზებისთვის არის პასუხისმგებელი,  განაცხადა, რომ დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად თებერვალში  კათოლიკური დიდმარხვის დაწყების წინ აღინიშნება, დროს დროს არ ჩატარდება.  ბრაზილია კორონავირუსის კუთხით ყველაზე არასახარბიელო ეპიდემიური სიტუაციის მქონე  ქვეყნების სამეულშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი