ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთში

22 იანვარი 2021, 14:50 926 ნახვა

თურქეთის უშიშროების სამსახურმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სავარაუდო ბოევიკების წინააღმდეგ სპეცოპერაცია  ჩაატარა.  დაკავებულია 24 ადამიანი.  დედაქალაქ ანკარაში დაკავებულია  დაჯგუფების 10 წევრი, რომელთა ეროვნება არ სახელდება.  სამსუნის პროვინციაში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 14 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 4 სირიის და 10 ერაყის მოქალაქეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი