პირველი თებერვლიდან ბათუმში სასწავლო პროცესი აღდგება

22 იანვარი 2021, 13:22 4932 ნახვა

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება. რაც შეეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს იქ საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

"დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე განცხადებით, საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება 1-ელი მარტიდანაა დაგეგმილი.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი