აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ - მომხმარებლებს ღია სივრცეებში მიიღებენ 

22 იანვარი 2021, 13:10 1979 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები, რომლებსაც ღია სივრცეში აქვთ მაგიდები მუშაობას პირველი თებერვლიდან განაახლებენ. შეზღუდვა მხოლოდ აჭარაში იხსნება. 

''იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, აქედან გამომდინარე კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა ნებადართულია. შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა ქორწილები და სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აკრძალულია.

სხვა რეგიონში რესტორნები და სასტუმროები გააგრძელებენ მუშაობას კვლავ გატანის სერვისით'' - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი